2016-03-12 22:37:22, 798 ნახვა
სამართალი
ზაზა ბიბილაშვილი: დღეს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რუსულ-ოლიგარქიული სტილით მართავს
"დღეს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რუსულ-ოლიგარქიული სტილით მართავს" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. ბიბილაშვილი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებას დღევანდელი ხელისუფლების მართვის სტილს უწოდებს და ამბობს, რომ "დღეს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რუსულ-ოლიგარქიული სტილით მართავს."
ის იქვე აცხადებს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამკვიდრებული, მმართველობის ახალი სტილი.
"ეს არის ახალი მმართველობის დამკვიდრების სტილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოსვლის დღიდან დაიწყო", - განაცხადა ბიბილაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან