2016-03-12 21:49:28, 661 ნახვა
სამართალი
ნინო ლომჯარია ფარულ ჩანაწერებზე: ჩვენ ამ პრაქტიკას უნდა ვუთხრათ - არა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტმა სამართლებრივ საკითხებში ნინო ლომჯარიამ გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ "წინა ხელისუფლებაც და ეს ხელისუფლებაც ამ პრაქტიკას იყენებს პოლიტიკური კომპრომატებისათვის"
''წინა ხელისუფლებაც და ეს ხელისუფლებაც ამ პრაქტიკას იყენებს პოლიტიკური კომპრომატებისათვის და ჩვენ ამ პრაქტიკას უნდა ვუთხრათ არა,'' - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ლომჯარიამ არასამათავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქციები დაანონსა. მისი თქმით, პირველი მშვიდობიანი აქცია მომავალ შაბათს გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან