09:10 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 22:43:37, 769 ნახვა

სამართალი
პეტრიაშვილი მექვაბრიშვილზე: ის არის შემსრულებელი, პირად უთანხმოებაზე ვერსია არის სრული აბსურდი

"ის არის შემსრულებელი, პირად უთანხმოებაზე ვერსია არის სრული აბსურდი" - ასე მოიხსენიებს თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტნილ, ლევან მექვაბრიშვილს. ის მასთან [ლევან მექვაბრიშვლთან] რაიმე ტიპის ნაცნობობას კატეგორიულად გამორიცხავს და მას "შემსრულებელს" უწოდებს.

"ის მე მირტყამდა ჩაქუჩს, მაგრამ ის ცდილობს, დამალოს სხვა დამნაშავეები და დამკვეთები. ის არის შემსრულებელი. პირად უთანხმოებაზე ვერსია არის სრული აბსურდი. ეს არის ყველაზე აბსურდული ვერსია, რომელიც ამ დღეებში მომისმენია. ის საერთოდ თვალითაც არ მინახავს," - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილი გადაცემა არჩევანში.

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი იქვე აცხადებს, რომ მასზე თავდასხმის საქმე ვერ ჩაითვლება გახსნილად, თუ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი და არ მოხდება დამკვეთის დასჯა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics