13:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 14:28:44, 622 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაუშვებელია

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება.

ომბუდსმენი საკონსტიტციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნება იგეგმება.

ნანუაშვილის თქმით, ამ მხრივ კანონმდებლობა გამკაცრდა, შესაბამისად ასეთ ქმედებაში ჩადენილი ყველა პირი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

"თავისთავად რაიმე შეთავაზება დანაშაული არ არის, მაგრამ გააჩნია ეს რა ფორმით და რის სანაცვლოდ შესაძლოა მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დეტალები გაირკვეს. კადრებს რაც შეეხება, როგორც ჩანს, ეს უფრო პრევენციის მიზნით გაკეთებული განცხადებაა. დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნებისმიერი ფორმით გამოქვეყნება და ნებისმიერი პირი, იმ გამკაცრებული სასჯელით, რომელიც შესულია კანონმდებლობაში, უნდა დაისაჯოს," - აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

„კონფიდენციალურმა წყარომ მაცნობა, რომ ჩემი  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალის გამოქვეყნებას აპირებენ. განსაკუთრებით აქტიურობს იუსტიციის მინისტრი წულუკიანი და მოითხოვს ამ მასალების გასაჯაროება“ - ამის შესახებ გიორგი პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics