13:16 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 13:01:00, 1905 ნახვა

ომი უკრაინაში
რუმინეთი ადასტურებს უკრაინაზე რუსეთის შეტევისას დრონით თავისი საჰაერო სივრცის დარღვევას

რუსეთის მიერ უკრაინის ოდესის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევისას ერთ-ერთმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ინფორმაციით, ეს ფაქტი თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.

უკრაინასთან მოსაზღვრე რუმინეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატის შეღწევის გამო, 17 იანვარს, ადგილობრივი დროით ღამის ორი საათისთვის ტულჩის რაიონის მცხოვრებთ გაეგზავნა შეტყობინება დრონის ნამსხვრევების შესაძლო ჩამოცვენის შესახებ. ამავე რაიონში გაგზავნეს რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი F-16.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა დრონის ფრაგმენტები უკრაინასთან საზღვრის მახლობლად, ტულჩის რაიონის დასახლებულ პუნქტ პლაურუსთან აღმოაჩინეს. მიმდინარეობს ექსპერტიზა და გამოძიება.

ეს არ არის ნატოს და ევროკავშირის წევრი რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics