15:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 17:03:45, 1678 ნახვა

ომი უკრაინაში
ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა ხერსონის ოლქზე რუსეთის საავიაციო იერიშის შედეგად

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს თქმით, რუსეთის არმიამ 9 იანვარს ქალაქ ხერსონს სამი მართვადი საჰაერო ბომბი ესროლა.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური მროჩკოზე დაყრდნობით წერს, რომ ავიადარტყმამ დაანგრია საცხოვრებელი სახლი და დააზიანა საბავშვო ბაღი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. დაახლოებით ათი ადამიანი დაიჭრა.

მოგვიანებით ხერსონის სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა, რომ 9 იანვრის ღამეს და დილით რუსეთის არმიის საავიაციო დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ათი დაიჭრა.

მისივე თქმით, დაზიანდა ორი მაღლივი კორპუსი და ოთხი კერძო სახლი.

რუსეთის სამხედრო და ადმინისტრაციული ხელისუფლება უარყოფს უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ასეთ იერიშებს ომის დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი განურჩევლად იღებს მიზანში როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics