21:38 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-22 12:41:57, 745 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვა - ქვეყნის 5 რეგიონზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ 21 დეკემბრის ღამეს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 42 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. 

როგორც BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ Telegram-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმა 5 რეგიონზე მოხდა - 20 დრონი ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე განადგურდა, 8 უპილოტო საფრენი აპარატი - როსტოვისა და ბრიანსკის ოლქების თავზე, 5 - კურსკის ოლქის თავზე და ერთი - კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

მანამდე, ორიოლის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი კლიჩკოვმა განაცხადა, რომ დასახლება სტალნოი-კონზე კვლავ თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა.

როსტოვის ოლქში, რეგიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს ტაგანროგსა და ნოვოშახტინსკთან, სადაც ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics