2016-02-27 15:21:29, 714 ნახვა
სამართალი
იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელს მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ
იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ფიზკულტურის 54 წლის პედაგოგს მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
"ქუთაისი პოსტის" ინფორმაციით, იმერეთის ერთ-ერთი სოფელში ფიზკულტურის მასწავლებელს ექვს - 12-14 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან