16:42 - 18 Apr, 2026
|
2016-02-23 10:34:32, 613 ნახვა
სამართალი
შსს-მ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული გივი გ. საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას, „ერ-გე 42“-ის ტიპის ხელყუმბარის კორპუსი და „უ-ზე-ერ-გე-ემ“-ის ტიპის 2 ამფეთქი ფალია ამოიღეს. გამოძიება საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)