2024-09-20 14:56:46, 541 ნახვა
ომი უკრაინაში
ლაიენი - ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით, დაახლოებით, 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით, დაახლოებით, 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს, - ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ლაიენის თქმით, უკრაინას ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება.
"რუსეთის უწყვეტი თავდასხმები ნიშნავს, რომ უკრაინას სჭირდება ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა. ევროკომისია უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გამოუყოფს G7-ის დაპირების ფარგლებში. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად", - წერს ლაიენი.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში დღეს, 20 სექტემბერს ჩავიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,