2024-09-15 19:01:47, 706 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს - დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი
რუსეთმა ხარკოვზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, დაახლოებით, 35 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დარტყმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.
"ხარკოვში რუსეთის საჰაერო ბომბებით დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაზიანებულია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მე-9 და მე-12 სართულებს შორის ხანძარი და ნამსხვრევებია. ხალხის გადარჩენაში ჩართულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური",- დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,