|
2016-02-20 18:45:34, 842 ნახვა
რეგიონი
კვირიკაშვილი: ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გასვლა ჩვენი მთავარი ამოცანაა
მეფუტკრეობის აღორძინება და ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გასვლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეფუტკრეებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დღეს სამეგრელოს რეგიონის 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 425 სკა გადაეცა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, მთავრობის სხვა წევრებთან და მხარის გუბერნატორთან ერთად დაესწრო. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეძლებენ საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის გაზრდას. სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 2015 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, კოოპერატივებს საშუალება ჰქონდათ, თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად მიეღოთ მათთვის სასურველი სკა. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპი 29 თებერვლიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. პრემიერმა ასევე დაათვალიერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე თხილის საწარმო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში აშენდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)