2024-08-23 11:01:55, 566 ნახვა
ომი უკრაინაში
კამალა ჰარისი - როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ ვიქნები უკრაინისა და ჩვენი ნატოს მოკავშირეების გვერდით
კამალა ჰარისმა მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა უკრაინასა და ნატოს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. ამის შესახებ- Associated Press იუწყება.
“როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ დავდგები უკრაინისა და ჩვენი ნატოს მოკავშირეების გვერდით“,- თქვა მან.
“ხუთი დღით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინას შეუტევდა, მე შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გამეფრთხილებინა რუსეთის შეჭრის გეგმების შესახებ“. მე დავეხმარე გლობალური პასუხის მობილიზებას - 50-ზე მეტ ქვეყანას - პუტინის აგრესიისგან თავის დასაცავად. და როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ ვიქნები უკრაინისა და ჩვენი ნატოს მოკავშირეების გვერდით“,- განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა.
ჰარისმა ასევე გააკრიტიკა დონალდ ტრამპის პოზიცია, რომელიც “ნატოდან გასვლით იმუქრება“ და თვლის, რომ “რუსეთს შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,