09:37 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 10:11:58, 419 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა. 
მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარებასა და უსაფრთხოების თემებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე უკრაინაში მიმდინარე პროცესს, მათ შორის მინსკში გამართულ მოლაპარაკებებს.
შეხვედრის შემდეგ კი ქვეყნის პირველმა პირმა დელეგაციას სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics