12:06 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-07 11:21:41, 1116 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - მაცხოვრის შობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს, ამ დღის ძალა და მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო.

მაცხოვრის შობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.

თორნიკე რიჟვაძემ შობის დღესასწაული მიულოცა მრევლს.

"მაცხოვრის შობის დღესასწაული მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ დღის ძალა და მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს",- განაცხადა რიჟვაძემ.

საზეიმო წირვას აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics