16:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 16:08:15, 843 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა

​ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, ინტელექტუალური თამაშში „რა? სად? როდის?“ 5-დან მე-9 კლასის ჩათვლით 9 საჯარო სკოლა ღებულობდა მონაწილეობას, ხოლო 9-დან მე-12 კლასის ჩათვლით 11 საჯარო სკოლა.

„5-დან მე-9 კლასის ჩათვლით გუნდებს შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი - ქედის საჯარო სკოლა;

II ადგილი - ახოს საჯარო სკოლა;

III ადგილი - ზვარის საჯარო სკოლა.

რაც შეეხება, 9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

I ადგილი - ცხმორისის საჯარო სკოლა;

II ადგილი - წონიარისის საჯარო სკოლა;

III ადგილი - ხარაულის საჯარო სკოლა.

ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" აჭარის ინტელექტ-კლუბმა ჩაატარა.

ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics