16:45 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 12:00:53, 1332 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

​კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ზემო ხანდაკი-ხოვლეს ადგილობრივი მნიშვნელობის გზიდან სოფელ კალოუბანთან მისასვლელი გზის მონაკვეთზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, ასფალტის საფარის დაგების პარალელურად მიმდინარეობს გზის სხვადასხვა უბანზე საფუძვლის მომზადება, ასევე ეზოში შესასვლელებისა და სანიაღვრე არხების რკინის ცხაურებით მოწყობა.

„აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ქამხაძე ადგილზე გაეცნენ.

სოფლის ბოლომდე მისასვლელ 1 500 გრძივ მეტრ გზაზე, რომელზეც აქამდე ასფალტი არასდროს ყოფილა, ასფალტის ორ ფენიანი საფარი დაიგება და მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics