18:47 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 13:24:22, 1094 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - აჭარის ჯანდაცვის ბიუჯეტმა 51 მლნ ლარს გადააჭარბა, გაიზარდა გულის ქირურგიის, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის პაციენტების დაფინანსება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 11 მლნ ლარით გაიზრდება და 51 255 000 ლარს შეადგენს. შედეგად, გაიზრდება გულის ქირურგიის და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება. 

რიჟვაძის თქმით, ბავშვთა და მოზარდთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციით 2 260 ბენეფიციარი ისარგებლებს.

„გაიზარდა ყველა სამინისტროს დაფინანსება ისევე, როგორც თითოეული მუნიციპალიტეტის მიზნობრივი კაპიტალური ტრანსფერები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი უკვე შეადგენს 51 მილიონ ლარს, რაც მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ შემდეგი პროგრამები, ეს ეხება როგორც გული ქირურგიის დაფინანსებას, ასევე ავთვისებიანი სიმსივნის პაციენტებს გაეზრდებათ დაფინანსება და აღნიშნული პროგრამით 6000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს. ვზრდით დაფინანსებას ეკომიგრანტების ახალი სახლების შესაძენად. 120-ზე მეტი ეკომიგრანტი მომავალ წელს დაკმაყოფილდება ახალი, უსაფრთხო სახლებით", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გარდა ამისა, თორნიკე რიჟვაძემ სამედიცინო ინფრასტრუქტურის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება ახალი პოლიკლინიკის და სასწრაფო და გადაუდებელი ცენტრის მშენებლობა.

„ბათუმის არსებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაემატება პედიატრიული განყოფილება. პირველ სართულზე, ყველაზე დიდ ფართზე მოეწყობა მიმღები და შესაბამისი განყოფილებები, რათა კიდევ უფრო მეტად შევძლოთ ვიზრუნოთ ჩვენს ბავშვებზე და მოქალაქეებზე", - დასძინა რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics