18:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 14:41:05, 1416 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მერის მოადგილეებთან, სამსახურის უფროსებთან, ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თათბირზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე.

"აქტიურად მიმდინარეობს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები, უახლოეს პერიოდში დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გრძელდება მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო ღონისძიებები.

ყურადღება გამახვილდა, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამის მიმდინარეობასა და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგზე. თემის წარმომადგენლებს დაევალათ დროული რეაგირება მოახდინონ სოფლებში არსებულ პრობლემებზე და კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული",- ნათქვამია შუახევის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics