|
2022-11-26 10:51:35, 1931 ნახვა
სხვადასხვა
მოსკოვის საპატრიარქოს ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიაში არქიმანდრიტის საწოლში 17 წლის ბიჭი იპოვეს
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიაში ჩხრეკისას, რომელიც გუშინ ჩატარდა, ეპარქიის მდივნის, არქიმანდრიტ ნიკიტას (სტოროჟუკი) საწოლში, არქიმანდრიტთან ერთად 17 წლის ბიჭი იპოვეს. იტყობინება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროები. ამის შესახებ, ინფორმაცია პირველმა გამოცემა LB.ua გაავრცელა, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოც გამოაქვეყნა. BBC News-ის უკრაინის წყარომ უკრაინის უშიშროების სამსახურში დაადასტურა ეს ფაქტი, მათ შორის ახალგაზრდა მამაკაცის ასაკი, მაგრამ დამატებითი დეტალები არ გაამღღავნა. უკრაინული ტელეგრამარხები იუწყებიან, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიაში, არასრულწლოვნების სექსუალური ექსპულატაცია ხშირი შემთხვევაა, წარსულში არაერთხელ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა მოსკოვის საპატრიარქოს ჩარევის შედეგად ეს საქმეები შეწყვეტილა. თავად არქიმანდრიტმა ნიკიტამ მოგვიანებით გამოაქვეყნა ვიდეო მესიჯი ეპარქიის ტელეგრამის არხზე, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ უკრაინის უშიშროების ბიუროს ოპერატიულებმა თავად გაიხადეს ტანსაცმელი და გადაიღეს ყველა, ვინც ჩხრეკის დროს იმყოფებოდა კონსისტორიაში (ეპარქიის ადმინისტრაციაში).
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)