16:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 00:59:26, 3671 ნახვა

High - Tech
ილონ მასკმა Twitter 44 მილიარდ დოლარად იყიდა

ილონ მასკმა Twitter 44 მილიარდ დოლარად იყიდა - კომპანიის დირექტორთა საბჭომ მიიღო მისი შეთავაზება.

ილონ მასკმა, რომელმაც ორი კვირის წინ Twitter-ის მფლობელებს შესთავაზა კომპანიის გაყიდვა, თქვა, რომ ამ სოციალურ ქსელს აქვს უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი, რომლის რეალიზებაც მას შეუძლია.

აპრილში მასკმა Twitter-ის 9,2% აქცია 2,89 მილიარდ დოლარად იყიდა და გახდა კომპანიის უმსხვილესი აქციონერი.

მიმდინარე გარიგების შესახებ დისკუსიები, რომელიც გაურკვეველი ჩანდა ერთი კვირის წინ, დაჩქარდა გასული კვირის ბოლოს მას შემდეგ, რაც მასკმა კომპანიის აქციონერები თავის მხარეს მოუწოდა და მათ გარიგების ფინანსური დეტალები გაუზიარა.

აქციონერების ზეწოლის ქვეშ Twitter-მა დაიწყო მოლაპარაკება მასკთან, რომელმაც შესთავაზა $54,20 აქციაზე. როდესაც ახალი ამბები გავრცელდა, Twitter-ის აქციების ფასი ბირჟაზე 6%-ით გაიზარდა.

მიმდინარე გარიგების ფასი 40%-ით მაღალია, ვიდრე მასკის მიერ 9%-იანი წილის გამოცხადების წინა დღეს ვაჭრობის დახურვის დროს.

თუმცა, ეს ფასი 70 დოლარზე დაბალია, ფასი, რომლითაც Twitter ვაჭრობდა გასულ წელს.

ახლა Twitter-ის მენეჯმენტი აპირებს სთხოვოს აქციონერებს ხმა მისცენ გარიგების დამტკიცებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics