2015-01-06 13:18:18, 860 ნახვა
საზოგადოება
შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება
შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მეტროპოლიტენი 04:30 საათამდე იმუშავებს და მგზავრთა გადაადგილება 23:00 საათიდან 04:30 საათამდე უფასო იქნება.
გარდა ამისა, 7 იანვარს „ალილოს“ მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. მსვლელობა 7 იანვარს, 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება.
თბილისის მერიამ „ალილოს“ მსვლელობისთვის ოთხი ავტობუსი გამოყო. „ალილოს“ მონაწილეები შემოწირულობებს ავტობუსების საშუალებით ბავშვთა სახლებს გადასცემენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან