|
2015-02-04 11:31:25, 624 ნახვა
საზოგადოება
მიწისქვეშა გადასასვლელებში და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე პლაკატების გაკვრა ჯარიმას გამოიწვევს
თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელებში და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე საინფორმაციო მასალების განთავსება დაჯარიმებას გამოიწვევს. როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუმარტა, მიწისქვეშა გადასასვლელებში სხვადასხვა სახის პლაკატებისა და საინფორმაციო მასალის განთავსება, პირველ ჯერზე 50 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, განმეორების შეთხვევაში კი, ჯარიმა 500 ლარი იქნება. მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ასეთი სახის მასალის განთავსებაზე ჯარიმა უფრო მეტია. პირველ ჯერზე ჯარიმა 1000 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 2000 ლარამდე გაიზრდება. აქვე, დედაქალაქის მერმა არქიტექტურის სამსახურს დავალება მისცა, სტენდების პირველადი მონახაზი გააკეთონ, რომლებიც დედაქალაქში დაიდგმება, სადაც საინფორმაციო მასალა განთავსდება. „ბოლო 2 კვირაა მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება, მათი დასუფთავება, მორეცხვა და დეზინფექცია გრძელდება. მხოლოდ მუნიციპალიტეტის აქტიურობით ჩვენ ამ საერთო პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. მოქალაქეებს ვთხოვ, სისუფთავე დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულნი ვიქნებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მოვახდინოთ მათი დაჯარიმება“,– აღნიშნა ნარმანიამ.
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)