21:38 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-22 23:34:05, 610 ნახვა

კომენტარი
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, „ლელო“ პირდაპირ მიდის იქითკენ, რომ ჩაშალოს 19 აპრილის შეთანხმება

„სამწუხაროდ, „ლელო“ პირდაპირ მიდის იქითკენ, რომ ჩაშალოს 19 აპრილის შეთანხმება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანები პატივს არ სცემენ საკუთარ ხელმოწერას.

„ლელო“ იყო ერთადერთი პარტია, ვინც თავი შეიკავა და არგუმენტად მოჰყავდათ ის, რომ ცესკო-ს არსებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს მათი ან გადანიშვნა, ან სხვა რაღაც ზომები იქნას მიღებული.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ელჩმა სპეციალურად განაცხადა, მაგალითად, თამარ ჟვანიას საკითხი არ იყო 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი, სამწუხაროდ, „ლელო“ პირდაპირ მიდის იქითკენ, რომ ჩაშალოს 19 აპრილის შეთანხმება.

ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები პატივს არ სცემენ საკუთარ ხელმოწერას და ცდილობენ, განმარტებები დაიწყონ მაშინ, როდესაც არ არის ამის საფუძველი.

ეს სამწუხაროდ ხელშეკრულების დარღვევაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics