21:41 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 13:58:25, 649 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე - ხელისუფლებას დმანისში შექმნილ ვითარებაზე არანაირი პოზიცია არ გამოუხატავს

გუშინდელი საჯარო კადრების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას არ გამოუხატავს არანაირი პოზიცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან დმანისში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დანაშაულში იდენტიფიცირებული პირები დაუყონებლივ უნდა გადაეცეს სისხლის სამართლებრივ მართლსაჯულებას.

„გუშინდელი პირდაპირ ეთერში გასული საჯარო კადრების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას არ გამოუხატავს არანაირი პოზიცია. ეს არის რეალურად ძალზედ მძიმე, შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც პირდაპირ არის ჯგუფური ძალადობის დაგეგმვა, ადამიანებზე ანგარიშსწორება, სხეულის განზრახ მძიმე დაზინებების მიყენება, რაც გულისხმოს იმას, რომ იდენტიფიცირებული პირები დაუყონებლივ უნდა გადაეცეს სისხლის სამართლებრივ მართლსაჯულებას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 მაისს დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით დაუპირისპირდნენ. ამასთან, ადგილზე ვითარება დღესაც დაიძაბა და მხარეები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics