21:41 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-15 16:55:14, 808 ნახვა

კომენტარი
შალვა პაპუაშვილი ISFED-ის განცხადებაზე - შვიდთვიანი უსაგნო ჯანჯღარიდან რამე მაინც ვისწავლოთ, შევეშვათ „განცდებს“

მოდით რა, ამ შვიდთვიანი უსაგნო ჯანჯღარიდან რამე მაინც ვისწავლოთ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებას.

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ISFED-ის განცხადება „განცდებზეა“ დაფუძნებული.

„სამწუხაროა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებიდან შვიდი თვის თავზე მაინც გამოაქვეყნოს იმ უბნების სია, სადაც პარალელური დათვლა ჩაატარა და თავი არ აარიდოს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, აქვეყნებს „განცდებზე“ დაფუძნებულ დასკვნას, და ამით „აჩენს განცდას, რომ“ მას, დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ორგანოზე ზეწოლა და მისი დისკრედიტაცია სურს. მოდით რა, ამ შვიდთვიანი უსაგნო ჯანჯღარიდან რამე მაინც ვისწავლოთ, შევეშვათ „განცდებს“, „აღქმებს“, „შთაბეჭდილებებს“, და ვისაუბროთ ფაქტებით და მტკიცებულებებით“, - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ნაჩქარევად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამას მოწმობს 5-მარტიდან 14 მაისის პერიოდში რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics