02:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-10 11:25:16, 1134 ნახვა

სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალებმა „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრებს უმასპინძლეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდნენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თვდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სპეციალური ოპერაციების ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ლეგიონის წევრებს გაცნობითი პრეზენტაცია ჩაუტარა. ისინი მებრძოლების ინდივიდუალურ აღჭურვილობასა და შეიარაღებას გაეცნენ და ინსტრუქტორების დახმარებით სერჟანტ კახა თავგორაშვილის სახელობის 300 მეტრიან სასროლეთზე საცეცხლე მომზადებაში ვარჯიში ჩაუტარდათ.

„მოგვიანებით, ლეგიონის წევრები სტრესულ სროლებში ერთმანეთს შეეჯიბრნენ და გამარჯვებულები სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მონეტით დაჯილდოვდნენ. ლეგიონის წევრებმა ბაზაზე სტუმრობისას პირად შემადგენლობასთან ერთად „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზეც სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics