2021-03-26 21:17:13, 726 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი - ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე
„დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი - ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მკურნალობის კურს გადის და აგრძელებს მუშაობას დისტანციურად.
„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას“, - წერს კახა კალაძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,