2020-10-31 08:41:03, 762 ნახვა
ბიძინა ივანიშვილი - კოალიციას გამოვრიცხავთ, „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ 100 მანდატი ექნება
კოალიციას გამოვრიცხავთ, საშუალოდ „ქართულ ოცნებას“ 100 მანდატი ექნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიას ამომრჩევლის 55-60%-იანი მხარდაჭერა ექნება.
"ჩვენ ვატერებთ კვლევებს და ვფიქრობთ, არანაკლებ 55-60%-ის შუალედში გვექნება. შიდა პარტიული კვლევების გარდა სხვა კვლევებიც ტარდება, გარდა ორი-სამი ტელევიზიისა, რომელიც სიცრუეზეა აგებული. კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ აბსოლუტური, სოლიდური უმრავლესობით მოვალთ და ვფიქრობ, საშუალოდ „ქართულ ოცნებას“ 100 მანდატი ექნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,