23:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 22:50:00, 694 ნახვა

სამართალი
უგულავას საქმეზე სასამართლო კოლეგია სათათბიროდ გავიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, ადვოკატების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. ამ წუთებში სასამართლო კოლეგია სათათბიროდ გავიდა. 

პროცესის განახლებამდე, პროკურორებს საკონსტიტუციო სასამართლოს, გადაწყვეტილების გასაცნობად ორ საათიანი გონივრული ვადა ჰქონდათ მიცემული, თუმცა როგორც სასამართლოს სხდომის განახლების შემდეგ პროკურორებმა აღნიშნეს, ორი საათი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაცნობად დრო არასაკმარისი აღმოჩნდა. პროკურორებმა გადაწყვეტილების სრულად გაცნობა ვერ შეძლეს.

ცნობისთვის,  თბილისის საქალაქო სასამართლო დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის შესახებ მსჯელობა 22:00 საათზე განაახლდა. 
პროკურატურამ გონივრული ვადა ითხოვა, რის არგუმენტადაც დაასახელა ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იცნობენ.  სასამართლომ, კი ბრალდების მხარეს 2 საათი განუსაზღვრა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics