23:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 14:18:49, 16938 ნახვა

ომი უკრაინაში
ორივე სამედიცინო პერსონალი, რომლებსაც კორონავირუსი ბოლო 24 საათში დაუდასტურდათ, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა

ორივე სამედიცინო პერსონალი, რომლებსაც კორონავირუსი ბოლო 24 საათში დაუდგინდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 11 მედიკოსია.

მისი თქმით, მედიკოსთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„26 კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს, გუშინდელი ანალიზების მიხედვით, 5 პაციენტი დაგვემატა, აქედან 3 ცხელების ცენტრიდანაა და 2 მედდაა. განსაკუთრებით მძიმე 1 პაციენტი გვყავს, ის გახლავთ დისტრესინდრომით, მძიმე პნევმონიით, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუთქვაზეა. ასევე გვყავს 2 განსაკუთრებით საყურადღებო პაციენტი, რომლებსაც პნევმონია აქვთ დადასტურებული სხვადასხვა ხარისხის და ისინიც არიან რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მართვითი სუნთქვა არ სჭირდებათ, მხოლოდ ჟანგბადი მიეწოდებათ წნევის პირობებში.

რაც შეეხება მედპერსონალს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, რაიმე მძიმე გამოვლინება ამ დაავადების არც ერთს არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთან არიან და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ახლა 11 მედპერსონალია ჯამში ჩვენი დაინფიცირებული, ასევე 11 მედპერსონალია კარანტინში. გარდა ამისა, კონტაქტების მოძიება პარალელურად მიმდინარეობს. დანარჩენი 3-ის კლასტერის მოძიება მიმდინარეობს. მე როგორც ვიცი, მათი კონტაქტები მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ეს გუშინ საღამოს დადასტურდა და ამ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. ფაქტია, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა, რომლებსაც გუშინ დაუდასტურდათ, დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ 1 პაციენტი საჭიროებს მეტ ყურადღებას იმიტომ, რომ იქაც მძიმე პნევმონიაა და ეს პაციენტით გადავა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics