10:49 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 10:43:16, 11094 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 58 პაციენტი მკურნალობს - კლინიკაში პრობლემური პაციენტი არ ჰყავთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით 58 პაციენტი მკურნალობს.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი არ ჰყავთ.

„ჩვენს ცენტრში გუშინ შემოვიდა სამი დადასტურებული შემთხვევა და ერთი შესაძლო, მაგრამ ეს ერთი ოჯახია. დიდი ალბათობით, ესეც დადასტურებული იქნება. ჩავთვალოთ, რომ 4 დადასტურებული შემთხვევაა. ეს 4 შემთხვევა არის საბურთალოს წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირები. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 58 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ 1 გვყავდა გუშინ.

ჩვენს სამ მძიმე პაციენტთან მიღებული რადიოლოგიური შედეგებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება. აქედან გამომდინარე, ეს პაციენტები ამოღებული არიან როგორც მძიმე პაციენტები. დღეს 58 პაციენტს შორის პრობლემური, მძიმე ავადმყოფი არ გვყავს. არიან პაციენტები, რომელთა მდგომარება პნევმონიის გამო მაინც შეიძლება ითქვას რომ მძიმეა, თუმცა პროგნოზი კეთილსაიმედოა. არასრულწლოვანი კიდევ ერთი მივიღეთ და სულ ორი გვყავს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics