23:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 10:50:07, 14067 ნახვა

ომი უკრაინაში
ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი თეთრიწყაროში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, მეორე კი საკარანტინე სივრციდანაა

ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი თეთრიწყაროში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, მეორე კი საკარანტინე სივრციდანაა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გუშინდელი მონაცემებით, 721 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. მხოლოდ და მხოლოდ, ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა შეგვემატა და 723 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. გამოჯანმრთელებულების რიცხვი ათით გაიზარდა და 495 შეადგინა. ამ მონაცემებით კოვიდ ცენტრებში დღეისთვის მკურნალობს 216 პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც იზრდება და 267-ით აჭარბებს ინფიცირებულებს.

ორი ახალი შემთხვევიდან ერთი არის თეთრიწყაროში დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ერთი არის საკარანტინე სივრციდან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics