2015-01-27 11:54:38, 973 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა
რუსეთიდან რიგით მეთორმეტე ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების კოლონა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დასახმარებლად უკრაინისკენ მიემართება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სატვირთოები როსტოვის რეგიონში გაჩერდებიან, სადაც ჰუმანიტარული ტვირთით სხვა ავტომობილებიც მივლენ და დახმარების განაწილება იქიდან მოხდება.
„როსტოვის რეგიონში უკვე მე-12 ჰუმანიტარული კოლონა ჩავიდა, საიდანაც საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები სხვადასხვა რეგიონს მიეწოდება“,-ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, უკრაინის ანტიტერორისტული შტაბის განცხადებით, რუსეთი მსგავსი ქმედებით პროვოკაციას ამზადებს, რათა უკრაინაში დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან