2026-03-15 11:54:12, 6693 ნახვა
კომენტარი
ტრამპი - უთხარით ზელენსკის, რომ შეთანხმება გააფორმოს, რადგან პუტინი მზად არის შეთანხმებისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან „შეთანხმება ბევრად უფრო რთულია“, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ ტელეკომპანია „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მიკვირს, რომ ზელენსკის შეთანხმების დადება არ სურს. უთხარით ზელენსკის, რომ შეთანხმება გააფორმოს, რადგან პუტინი მზად არის შეთანხმებისთვის. ზელენსკისთან შეთანხმების მიღწევა გაცილებით უფრო რთულია.“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა დრონების ჩამოგდებასთან დაკავშირებით, NBC News-ს ასევე უთხრა, რომ „ჩვენ დახმარება არ გვჭირდება“ და დაამატა, რომ „ბოლო ადამიანი, ვისგანაც დახმარება გვჭირდება, ზელენსკია“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,