09:38 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 16:59:54, 627 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა 10 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

„თიბისი ბანკმა“ და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB) 10 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საბრუნავი სახსრებისა და ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება, განსაკუთრებით ეკონომიკის ისეთ სექტორებში, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონული ვაჭრობის განვითარებასა და დასაქმებას.

„მოხარული ვართ, გავაღმავოთ თაანმშრომლობა ჩვენს პარტნიორ თიბისი ბანკთან. 2003 წლიდან დღემდე მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიზნით ჩვენ უკვე მესამე ხელშეკრულება გავაფორმეთ. ეს თანამშრომლობა ცხადყოფს BSTDB-ის მუდმივ მზაობას, მხარში დაუდგეს საქართველოს ეკონომიკასა და საბანკო სექტორს. მცირე ბიზნესი საბაზრო ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებაა, შესაბამისად ამ მიმართულების ხელშეწყობა BSTDB-ის ძირითად ამოცანას წარმოადგენს როგორც საქართველოში, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა BSTDB ბანკის პრეზიდენტმა უგურ დელიკანლიმ. „მივესალმებით შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავებას. აღნიშნული რესურსის საშუალებით ჩვენ შევძლებთ, გავაფართოოთ ჩვენი პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში. ამ ტრანზაქციით კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ინსტიტუტისთვის მცირე და საშუალო ბიზნესი. მზად ვართ, მომავალშიც წარმატებით ვითანამშროლოთ“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics