13:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 16:57:39, 2697 ნახვა

კულტურა
ფილმი „საშიში დედა“ ერთდროულად 3 სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევრის "საშიში დედა" პრიზებს 3 საერთაშორისო ჯილდო შეემატა.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით,  ფილმი ერთდროულად 3 კინოფესტივალზე დაჯილდოვდა:

მთავარი ჯილდო Top Golden Gate Prize საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვისთვის სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე;

კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო FIPRESCI ევროპული კინოს ფესტივალზე;

ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის საერთაშორისო კინოფესტივალზე Med Cinema Festival of Tetouan;

„საშიში დედა" ანა ურუშაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის „ოქროს ლეოპარდი" ლოკარნოს კინოფესტივალზე, სარაევოს კინოფესტივალის გრან პრი და Asia Pacific Screen Awards-ზე მოპოვებული 2 აზიური ოსკარი. „საშიში დედა" შარშან საქართველოს კანდიდატი ფილმი იყო ოსკარზე.

„საშიში დედა" აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. ფილმი 50 წლის ქალის მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics