12:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 18:29:45, 756 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური სამხრეთ კორეის დელეგაციას შეხვდა

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მორიგი შეხვედრა სამხრეთ კორეის დელეგაციასთან გამართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადური სამხრეთ კორეის სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჰუნგვან ჯოს შეხვდა.
 
როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში კორეული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: საგზაო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, განათლების სექტორი.
 
როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა კორეისთვის.
მისი განცხადებით, კორეა მოხარული იქნება, ქართულ მხარეს მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების მიმართულებით.
 
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ,ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების შესახებ და აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული  პროექტები, შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი.
 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, საქართველო შემოდგომით მზად იქნება ხელი მოაწეროს სამხრეთ კორეასთან შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებას, რაც დამატებითი სტიმული იქნება სამხრეთ კორეული ინვესტიციების მოცულობის ზრდისთვის საქართველოში.
 
სამხრეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ დღეს გამართული მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას შეუწყობს ხელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics