2015-03-25 16:14:07, 536 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი გოჩა ცქიტვიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი, კომპანია „IPM”-ის დამფუძნებელ გოჩა ცქიტვიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
როგორც ინაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, გოჩა ცქიტიშვილი საკუთარი კომპანიის მეშვეობით, წლების განამვლობაში გამოკითხვის პროცესს მიზანმიმართულად აყალბებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
"მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს: დაიწყოს გამოძიება, რომელიც შეისწავლის გოჩა ცქიტიშვილის და მისი კომპანიის საქმიანობას, რომელიც წლების მანძილზე აწარმოებს გამოკითხვის პროცესის მიზანმიმართულ გაყალბებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით, და ამას აკეთებს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის (თუ ჯგუფების) სასარგებლოდ. საქართველოში გოჩა ცქიტიშვილობა, როგორც მანკიერი ფენომენი, უნდა დასრულდეს",-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან