2015-03-25 11:16:25, 378 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე და თემურ გრიგალაშვილი მერიაში არ შეუშვეს, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა
საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფარქციის დეპუტატები თემურ გრიგალაშვილი და ირაკლი აბესაძე თბილისის მერიაში მივიდნენ, თუმცა ისინი შენობაში დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა.
ირაკლი აბესაძის თქმით, მათ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ. დეპუტატების განმარტებით, დაცვის თანამშრომლებმა არ შეშვების მიზეზად მთავრობის სხდომაზე არასაკმარისი ადგილების რაოდენობა დაუსახელეს.
"მე მაქვს საშვი, რომლითაც ვალდებული არიან შემომიშვან და სადაც მინდა შემდეგ იქ შევალ, მინდა მთავრობის სხდომას დავესწრები, მინდა იურიდიულ სამსახურში ავალ და კოლეგებს ვნახავ, მინდა სოციალურ სამსახურში ავალ და გავარკვევ რას აკეთებს და რაზე მუშაობს",-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან