2016-12-12 19:02:00, 1135 ნახვა
რეგიონი
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი თოვის, ლიპყინულის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის) ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მათივე ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან