|
2015-03-16 15:57:56, 438 ნახვა
პოლიტიკა
კომიტეტმა გიორგი ოჩიაურისთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი ოჩიაურისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დეპუტატებმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გიორგი ოჩიაურმა პარლამენტის თავმჯდომარეს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა. დეპუტატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიიღო. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი 15 დღის ვადაში ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ ის პირადად ესაუბრა გიორგი ოჩიაურს, რომელმაც განცხადების ნამდვილობა დაადასტურა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის უფლებამოსილების მოხსნის საკითხს. დღესვე, კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პარლამენტის გამოკლებული წევრის, დავით საყვარელიძის ადგილმონაცვლის, ეკატერინე ხერხეულიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. გიორგი კახიანის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსულია თავმჯდომარის განკარგულება, რომლის მიხედვით, დავით საყვარელიძის ადგილმონაცვლედ მიჩნეულია ეკა ხერხეულიძე. განკარგულებას თან ერთვის ყველა ის მასალა, რომელიც აუცილებელია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისვის. წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ხერხეულიძის უფლებამოსილების ცნობა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხებს პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)