2016-10-06 15:44:32, 1238 ნახვა
კომენტარი
ვადიმ ვოლოსი: "TNS OPINION" GFK-ს მთავარი კონკურენტია
კომპანია GFK-ს ვიცეპრეზიდენტის, ვადიმ ვოლოსის განხადებით, "TNS OPINION" მათი მთავარი კონკურენტია.
როგორც ვოლოსიმ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ ორგანიზაციას კარგი რეპუტაცია აქვს და მასზე მხოლოდ პატივისცემით შეუძლია ისაუბროს:
„ეს GFK-ს მთავარი კონკურენტია. ბევრ კოლეგას ვიცნობ, მუშაობის ერთი სფერო გვაქვს. ხანდახან ერთმანეთში ინფორმაციას ვცლით. არაჩვეულებრივი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაა. პატივისცემის მეტი არაფერი შემიძლია ვთქვა“,-აღნიშნა GFK-ს ვიცეპრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანიები - "იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "მაესტრო" და "GDS", 8 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ. ტელეკომპანიებმა ეგზიტპოლის ჩასატარებლად საქართველოში სწორედ კომპანია, "TNS OPINION" მოიწვიეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან