10:05 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 15:26:14, 853 ნახვა

სხვადასხვა
Tass: რუსული საბიუჯეტო ავიაკომპანია თბილისისა და ბაქოს მიმართულებით რეისებს შეასრულებს

რუსულმა საბიუჯეტო ავიაკოამპანიამ “პაბედამ”, რომელიც “აეროფლოტის” ჯგუფში შედის, თბილისსა და ბაქოში რეისებს შეასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tass ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, კომპანიამ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

ავიაკომპანიის პრეს-სამსახურის ცნობით, “პაბედას” თვითმფრინავები დონის როსტოვიდან თბილისის მიმართულებით 1 ნოემბრიდან კვირაში 3-ჯერ იფრენენ, ბაქოში კი 30 ოქტომბრიდან კვირაში 4-ჯერ.

სააგენტოს ინფორმაციით, ავიაბილეთის ფასი 999 რუბლი იქნება.

ავიაკომპანია “პაბედა” აეროფლოტის ჯგუფის შემადგენლობაში შედის და ბოინგ 737-800-ის ტიპის თვითმფრინავებს იყენებს.

მედია საშუალების ინფომრაციით, კომპანიის პარკში 12 თვითმფრინაია, რომლის საშუალო ასაკი დაახლოებით ერთი წელია.

ავიაკომპანია “პაბედა” რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ის 2014 წლის 16 სექტემბერს ავიაკომპანია “დობროლიოტის” ნაცვლად დაარსდა.

შეგახსენებთ, კომპანია “დობროლიოტი” მას შემდეგ დაიხურა, რაც ევროკავშირმა მას სიმფეროპოლში შესრულებული რეისების გამო სანქციები დაუწესა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics