18:56 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 12:44:44, 1046 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: უზრუნველვყოფთ სპეციალურ სივრცეს, სადაც საერთაშორისო მედია ცენტრი მოეწყობა

ჩვენ უზრუნველვყოფთ სპეციალურ სივრცეს, სადაც საერთაშორისო მედია ცენტრი მოეწყობა, - ამის შესახებ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის განცხადებით, მედია ცენტრის შენობას დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ გახსნის.

„დღეს ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული, ხარისხობრივად ძალიან მაღალი წინასაარჩევნო გარემო უზრუნველყავით, რითაც ძალიან ვამაყობთ. 3 თვე გავიდა უკვე რაც ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და პროცესი მაღალ დემოკრატიულ სტანდარტში მიმდინარეობს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მედია ცენტრის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკაა წინასაარჩევნო პერიოდში.

„ეს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც გადაეცა ჩვენს საინფორმაციო ცენტრს, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, უმასპინძლებს საერთაშორისო მედია ცენტრს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ვფიქრობთ, რომ შევთავაზოთ შესაბამისი მუდმივი საკომუნიკაციო სივრცე ჩვენს როგოროც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დამკვირვებლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, განსაკუტრებით საარჩევნო დღეს და ასევე რამდენიმე დღით ადრე. მათ უნდა ჰქონდეთ კარგი სივრცე, იმისთვის, რომ გამართონ ბრიფინგები, ჰქონდეთ შეხვედრები მედიასთან. მედიის წარმომადგენლებისთვის და დამკვირვებლებისთვის ჩვენ უზრუნველყობთ ერთიან სივრცეს“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics