2016-06-17 16:56:52, 1160 ნახვა
მსოფლიო
ფრანგმა პოლიციელმა ქვეყნის პრეზიდენტს ხელი არ ჩამოართვა
ფრანგმა პოლიციელმა ქვეყნის პრეზიდენტს ხელი არ ჩამოართვა. ინციდენტი საფრანგეთში, სამშაბათს დაღუპული პილიციელის დაკრძალვის ცერემონიალზე მოხდა.
პოლიციელი მისმა მეწყვილემ მოკლა. მკვლელმა მას მუცლის არეში რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, ტყვედ აიყვანა დაღუპულის მეუღლე და სამი წლის შვილი. მან, მოგვიანებით ცივი იარაღით გარდაცვლილის მეუღლეც მოკლა, რომელიც ასევე პლიციელი იყო.
სამართალდამცველებმა დამნაშავის ლიკვიდირება ადგილზევე მოახდინეს.
დაღუპულის კოლეგამ დღეს ხელი არა მხოლოდ ფრანსუა ოლანდს, არამედ პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსსაც არ ჩამოართვა. ქვეყნის უმაღლესმა პირებმა დაღუპულის კოლეგას ხელი გაუწოდეს, ის კი, ადგილზე გაუნძრევლად იდგა და მათ საპასუხოდ ხელი არ გაუწოდა.
მოგვიანებით, ქვეყნის პრემიერმა აღნიშნულ პოლიციელს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, თუმცა კონკრეტულად რა, მედიისთვის, რა თქმა უნდა, უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან