2016-06-08 23:05:18, 1202 ნახვა
მსოფლიო
საქართველოს პრეზიდენტი გმობს თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს
თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს.
პრეზიდენტი გმობს მომხდარს და თანაუგრძნობს თურქ ხალხს.
„შეძრწუნებული ვარ თურქეთში, პოლიციის ავტომობილზე, მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტით, რომელმაც უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და მრავალი ადამიანის დაშავება გამოიწვია.
საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით განაგრძობს თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ხალხის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან