19:52 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 16:20:41, 426 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 25 თებერვალს ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომაა დაგეგმილი.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს,  სხდომის თემაა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ქმედებები. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, 26 თებერვალს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩავა. პრემიერი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან კლოდ იუნკერთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან,  დონალდ ტუსკთან და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან,  ფედერიკა მოგერინისთან.

„სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველო დაგეგმილ რეჟიმში აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის ურყევ ნებას“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics