12:44 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 17:38:22, 774 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი საპარაშუტო კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბოლნისში საპარაშუტო მომზადების სკოლაში პირველადი საპარაშუტო მომზადების კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიას დაესწრო.

ცერემონიას ასევე დაესწრო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე. მათ სამხედრო მოსამსახურეებს საპარაშუტო მომზადების კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის მსმენელებმა სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლება გამართეს. სამხედროებმა პარაშუტით საკვალიფიკაციო ნახტომი შეასრულეს. გამოცდილმა ინსტრუქტორებმა კი 1500 მეტრიდან თავისუფალი ნახტომის შესრულების დროს ჰაერში საქართველოს დროშა გაშალეს.

„მინდა მივულოცო ამ ახალგაზრდებს კურსის დამთავრება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური ოპერაციული ძალები ახალი ნაკადით შეივსება. გუშინდელი საჰაერო შოუს შემდეგ დღეს ერთგვარად სიმბოლური იყო ქართველი სამხედროების საპარაშუტო კურსის გამოშვება. იმედი მაქვს, რომ 27 მაისს იპოდრომის ტერიტორიაზე მთელი თბილისი მოვა მათ სანახავად“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

სპეციალური ოპერაციების ძალების 14 სამხედრო მოსამსახურე მომზადების პროგრამას 3 კვირის განმავლობაში გადიოდა. სპეცდანიშნულების კურსის მსმენელებს თეორიული და მიწისზედა პრაქტიკული მომზადება ჩაუტარდათ. სწავლების განმავლობაში კურსანტებმა სხვადასხვა სირთულის 5 საპარაშუტე ნახტომი შეასრულეს. სამხედროების მომზადების დონე და დავალების შესრულების ხარისხი სპეციალური ოპერაციული ძალების პროფესიონალმა ინსტრუქტორებმა შეაფასეს.

კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა საპარაშუტო მომზადების სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ბოლოს კი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics