17:18 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 17:43:04, 1097 ნახვა

მსოფლიო
"ისლამურმა სახელმწიფომ" ტყვეობიდან 13 უკრაინელი ექიმი გაათავისუფლა

ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” ტყვეობიდან 13 უკრაინელი ექიმის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის ცნობით, გათავისუფლებული მედიკოსები ლიბიის ქალაქ ბენ ჯავადში გადაიყვანეს.

“კარგი ამბავი: 13 უკრაინელი მედიკოსი, რომლებიც “ისლამურ სახელმწიფოს” მძევლებად ჰყავდა აყვანილი, გაათავისუფლეს და გადაიყვანეს ლიბიის ქალაქ ბენ ჯავადში. მათთან მუდმივ კავშირზე ვიმყოფებით”, - წერს Twitter-ში პავლო კლიმკინი.

უკრაინელი ექიმების ტყვეობიდან გათავისუფლების ოპერაციის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics